გაკვეთილის თემა
|
,,ივერთა მონასტერი“ - ი.გოგებაშვილის მიხედვით
|
სწავლების საფეხური
|
VI
კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
20 მოსწავლე. კლასში არ არის განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მქონე
მოსწავლე
|
გაკვეთილის მიზნები
|
-საინფორმაციო ტექსტის კითხვა და გააზრება
-ინფორმაციის მოძიება საკითხის ირგვლივ
-საკუთარი ცოდნის კონსტრუირებაზე დაკვირვება
-კითხვისა და წერის სტრატეგიების დაუფლება
|
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები
|
-მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტის წაკითხვა
და გააზრება
-მოსწავლეს შეუძლია პიროვნული და შემოქმედებითი გამოცდილების გამოყენება
წერის პროცესში
-მოსწავლეს შეუძლია პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით იმსჯელოს ნაწარმოებში
ასახული მისთვის გასაგები და მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან საზღვარგარეთ არსებული ერთი კულტურის ძეგლის - პალესტინის
ჯვრის მონასტრის შესახებ.
|
მომდინარეობა
|
კითხვისთვის მზადება-მასწავლებელი კლასს აწვდის ინფორმაციას საზღვარგარეთ
არსებულ კიდევ ერთ ქართული კულტურისა და მწიგნობრობის კერის - ათონის ივერთა მონასტრის
შესახებ. ატარებს მინი-ლექციას, წარმოადგენს პრეზენტაციას ,,ათონის ივერთა მონასტერი“.
ტექსტის კითხვა და გააზრება - მოსწავლეები ნაწილ-ნაწილ კითხულობენ ტექსტს.
კითხვის პროცესში აიხსნება გაუგებარი სიტყვები და გამოთქმები, მასწავლებელი მოკლედ
გააცნობს ტექსტში ნახსენებ ისტორიულ პირებს. შედგება გეგმა, რომელიც ასეთ სახეს მიიღებს:
1.ათონის მონასტრის დაარსება
2.ქართველები ათონზე
3.მონასტრის გაძლიერება
4.თორნიკე ერისთავის ვინაობა
5.საერო ცხოვრებაში დაბრუნება
6.იმპერატორის თხოვნა
7.ქართველთა დახმარება
8.სკლიაროსის დამარცხება
9.თორნიკეს დაბრუნება მონასტერში
10.წმ. მამების ღვაწლი
(გეგმა სავარაუდოა და შეიძლება შეიცვალოს შეხედულებისამებრ.)
-მოსწავლეები ახლად მიღებულ ცოდნას აკავშირებენ არსებულთან (ქართული
კულტურის ძეგლები საზღვარგარეთ, პალესტინის ჯვრის მონასტერი)
-ამოიცნობენ ტექსტში არსებულ ინფორმაციას (სად მდებარეობდა მონასტერი,
როდის დააფუძნეს, როდის გაძლიერდა განსაკუთრებულად,ვისი დამსახურება იყო ეს და ა.შ.)
-ამოიცნობენ მოვლენებს, ფაქტებს, მოქმედებებს შორის ლოგიკურ კავშირს (რატომ დაეხმარნენ ქართველები ბერძნებს)
-განმარტავენ პერსონაჟთა ქცევის მოტივს (ბერად აღკვეცილი თორნიკე ერისთავი
კვლავ საერო ცხობრებას დაუბრუნდა -ქართველთა ჯარს წინამძღოლობდა, როგორ შეიძლება
შევაფასოთ მისი ამგვარი მოქმედება)
-ყურადღება გამახვილდება ტექსტის გამომსახველობით მხარეზე (როგორი ხასიათისაა
ტექსტი)
ტექსტის მოკლე შინაარსის გადმოცემა - მოსწავლეები გამოკვეთენ მთავარ
ინფორმაციას (ქართველთა მონასტერი ათონის მთაზე, თორნიკე ერისთავის ღვაწლი მონასტრის
გაძლიერების საქმეში) და ფაქტებზე ორიენტირებულ კითხვებზე პასუხებით, თავიანთი სიტყვებით,
გადმოსცემენ ტექსტის შინაარსს.
ჯგუფური მუშაობა -ჯგუფურად შესრულდება დავალება ,,რა ვიცოდი? რა გავიგე?
რისი გაგება მაინტერესებს?“ მუშაობის
დასრულების შემდეგ მოხდება პრეზენტაცია.
|
შეფასება
|
შეფასების რუბრიკა
|
რესურსები
|
ცარცი, დაფა, სახელმძღვანელო, კიმპიუტერი, პროექტორი
|
შეფასების რუბრიკა
მოსწავლეს შეუძლია ტექსტზე დაკვირვება და მსჯელობა, ტექსტის გაგება-გაანალიზება,
ნაწარმოებში წამოჭრილი საკითხების შესახებ
მსჯელობა
|
10-8
|
მოსწავლე მსჯელობს ნაწარმოებში წამოჭრილ საკითხებზე, თუმცა არადამაჯერებლად,
ნაწილობრივ აანალიზებს მნიშვნელოვან დეტალებს, შეუძლია ტექსტის გაგება
|
7-5
|
მოსწავლე ვერ მსჯელობს ტექსტზე, შეუძლია ტექსტის გაგება, თუმცა ვერ აანალიზებს
მნიშვნელოვან დეტალებს.
|
4-3
|
მოსწავლეს არ ესმის ტექსტის შინაარსი, ვერ მსჯელობს ტექსტში წამოჭრილ
საკითხებზე.
|
2-1
|
Комментариев нет:
Отправить комментарий